აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, პორტუგალიაში შეიპყრეს მკვლელობისათვის მსჯავრდებული პირი, რომელიც ნიუ ჯერსის ციხიდან 40 წლის წინ გაიქცა. 68 წლის ჯორჯ ვრაიტი პორტუგალიის პოლიციამ ლისაბონთან ახლოს შეიპყრო აშშ-ის მთავრობის თხოვნის საფუძველზე. ვრაიტს სასამართლომ 1962 წელს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონის მკვლელობის გამო, მაგრამ 1970 წელს სიკვდილმისჯილმა მოახერხა საპატიმროდან გაქცევა და როგორც ამბობენ მემარცხენე ფრთის სამხედრო დაჯგუფებას, შავკანიანთა განთავისუფლების არმიას შეუერთდა. 1972 წელს მღვდლის ფორმაში გადაცმულმა ვრაიტმა და ოთხმა თანამზრახველმა გაიტაცეს აშშ-ის თვითმფრინავი და მას ალჟირში გაფრენა უბრძანეს. სხვა ოთხი გამტაცებელი გარკვეული დროის შემდეგ დააპატიმრეს და გაასამართლეს საფრანგეთში, მაგრამ ვრაიტი თავისუფალი იყო ორშაბათამდე, ვიდრე იგი პორტუგალიაში არ შეიპყრეს. ჯორჯ ვრაიტს აშშ-ი ექსტრადიცია ელოდება.
ყველაზე პოპულარული
1