Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში დღეს ”აღმოსავლეთი პარტნიორობის” სამიტი იხსნება


სამიტი დღეს საღამოს, ”აღმოსავლეთი პარტნიორობაში” ჩართულ სახელმწიფოთა მეთაურებისთვის სადილით იხსნება. პლენარული სხდომა 30 სექტემბერს ვარშავის დროით 9:50-ზე გაიხსნება. შუადღისას კი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. ვარშავის სამიტზე არ მიიწვიეს ბელორუსიის პრეზიდენტი, რადგან ალექსანდრ ლუკაშენკოს აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა იმ რეპრესიული პოლიტიკის გამო, რომელსაც ის ქვეყნის ოპოზიციის წინააღმდეგ ატარებს. სამიტს გაუძღვება ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან ერთად წარმოადგენს ევროკავშირს. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეთრინ ეშტონი, ევროკომისიის წევრი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე და ევროპარლამენტის თავმჯდომარე ირჟი ბუზეკი. ”აღმოსავლეთი პარტნიორობის” მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ: აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი და ბელორუსიის ელჩი პოლონეთში. ვარშავის სამიტზე ყურადღება გამახვილდება სამოქალაქო საზოგადოების ცენტრალურ როლზე ”აღმოსავლეთი პარტნიორობით” დასახული მიზნების მიღწევაში და წარმოდგენილი იქნება ახალი ინსტრუმენტების შექმნის შესაძლებლობა, როგორიც არის "დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი ევროპული ფონდი".
XS
SM
MD
LG