Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტი კენჭს უყრის ევროზონის ფონდს


გერმანიის პარლამენტში დღეს იმართება კენჭისყრა, რომლითაც გადაწყდება, მიემხრობიან თუ არა მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდისათვის. საქმე ეხება ევროკავშირის ფონდს ფინანსური პრობლემების მქონე წევრების დასახმარებლად. ვარაუდობენ, რომ გერმანელი კანონმდებლები მიემხრობიან კანონპროექტს 440 მილიარდი ევროს მომცველი ფონდისათვის მეტი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რაც ითვალისწინებს სახელმწიფო ობლიგაციების შეძენისა და პრობლემების მქონე მთავრობებისთვის ფულის სწრაფად, მასშტაბური კრიზისის დაწყებამდე სესხების უფლებას. ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები დღეს ბრუნდებიან ათენში, რათა შეაფასონ, მიმართა თუ არა საბერძნეთის მთავრობამ საკმარის ზომებს ხარჯების დასაზოგად საიმისოდ, რომ მიიღოს მისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების მორიგი ტრანში. საბერძნეთს ფინანსური დახმარება სჭირდება დეფოლტის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG