Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში პატიმრობა მიუსაჯეს მედიკოსებს, რომლებიც დემონსტრანტებს დაეხმარნენ


ბაჰრეინში სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა 20 მედიკოსს ბრალდებებით, რომელთა შორისაც არის ხელისუფლების დამხობისა და რელიგიური სიძულვილის გაღვივების ბრალდებები. იუწყებიან აგრეთვე, რომ საგანგებო ტრიბუნალმა სიკვდილი მიუსაჯა დემონსტრანტს პოლიციელის მკვლელობის გამო. მედიკოსები ეხმარებოდნენ დაჭრილებს საპროტესტო აქციებზე, რომელთა მონაწილეებიც მოითხოვდნენ მეტ უფლებას ბაჰრეინის შიიტური უმრავლესობისათვის. ოთხშაბათს სასამართლომ ძალაში დატოვა სამუდამო პატიმრობის განაჩენი, რომელიც რვა შიიტ აქტივისტს მიუსაჯეს საპროტესტო გამოსვლებში შესრულებული როლისათვის. ძალაში დატოვეს კიდევ 13 აქტივისტისათვის მისჯილი პატიმრობა.
XS
SM
MD
LG