Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებამ ორი ადამიანი შეიწირა


ერაყის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული სატვირთო მანქანა ააფეთქა ქალაქ ქირქუქში, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, ორი და დაიჭრა 60-მდე ადამიანი. აფეთქება მოეწყო ბანკთან, სადაც ხალხი რიგში იდგა ხელფასების ასაღებად. ქირქუქის პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, დაჭრილებს შორის არიან პოლიციელები, ბანკის თანამშრომლები და სხვა სამოქალაქო პირები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ქირქუქი მდებარეობს ბაღდადის ჩრდილოეთით, 290-მდე კილომეტრში.
XS
SM
MD
LG