Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ევროზონის ფონდის უფლებამოსილების გაზრდას


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატა, ბუნდესტაგი, ხმების დიდი უმრავლესობით მიემხრო მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდისათვის. საქმე ეხება ევროკავშირის ფონდს ფინანსური პრობლემების მქონე წევრების დასახმარებლად. ბუნდესტაგში გამართული კენჭისყრის შედეგი გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვოლფგან ტირზემ: "კენჭისყრაში მონაწილეობდა 611 კაცი, 523-მა ხმა მისცა პროექტს, წინააღმდეგია 85. სამმა კი თავი შეიკავა. ამდენად, საკანონმდებლო პროექტი მიღებულია". ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდისათვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება ითვალისწინებს რამდენიმე სიახლეს, მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციების შეძენისა და პრობლემების მქონე მთავრობებისთვის ფულის სწრაფად, მასშტაბური კრიზისის დაწყებამდე სესხების უფლებას. მოსალოდნელია, რომ ფონდისათვის უფლებამოსილების გაზრდას მიემხრობა გერმანიის პარლამენტის ზედა პალატაც - ბუნდესრატი, პარასკევისათვის დანიშნულ კენჭისყრაზე. გაზრდილი უფლებამოსილება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიცირებული იქნება ევროზონის 17-ვე წევრ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG