Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის განცხადებით, პუტინი უფრო პოპულარულია


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი მასზე უფრო პოპულარულია, რის გამოც გადაწყვიტა, რომ მეორე ვადით არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ინტერვიუში, რომელიც დღეს აჩვენა რუსეთის სამმა წამყვანმა ტელეარხმა, მედვედევი ამბობს, რომ მას და პუტინს საერთო მიზნები აქვთ, მაგრამ პუტინი სარგებლობს უფრო ფართო მხარდაჭერით. იქვე მედვედევმა უარყო, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი წინასწარვე განსაზღვრულია. „ არჩევნები ხორციელდება ხალხის მიერ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს ზუსტად ასეა. ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწე და მისი პოლიტიკური ძალა შეიძლება ჩავარდეს არჩევნებზე. ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების ისტორიაში. არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. რა წინასწარ განსაზღვრა? დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, ვის მისცეს ხმა, ვის აქვს მეტი ავტორიტეტი“, - თქვა მედვედევმა ტელეინტერვიუში, რომელიც დღეს გავიდა ეთერში. მან და ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრია, გასული კვირის მიწურულს, პარტია ერთიანი რუსეთის ყრილობაზე გამოაცხადეს, რომ პუტინი წამოაყენებს თავის კანდიდატურას მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხოლო მედვედევი პრემიერ-მინისტრი გახდება. პუტინს 2008 წელს ამოეწურა პრეზიდენტობის მეორე ვადა.
XS
SM
MD
LG