Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში დასრულდა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი


ვარშავაში დასრულდა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი, ევროკავშირისა და მის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში შემავალი ქვეყნების ლიდერთა მონაწილეობით. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ევროკავშირთან დაახლოება გადამწყვეტია საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“. სამიტის ბოლოს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც გამოხატავენ „ღრმა შეშფოთებას ბელორუსიაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ვითარების გაუარესების გამო“. განცხადებაში ბელორუსიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ბელორუსია დღეს, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის მეორე დღეს გამოეთიშა ამ შეხვედრას. რაც შეეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში შემავალ სხვა ქვეყნებს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა: „დღეს, სამიტზე ვარშავაში ვაცხადებთ ასევე, რომ 2011 წელს შესაძლოა, დასრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება უკრაინასთან და ეს იქნება აგრეთვე საქართველოსთან და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების წელი“.
XS
SM
MD
LG