Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ პარსონსმა PIK-ის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა


ცნობილმა ჟურნალისტმა რობრეტ პარსონსმა რუსულენოვანი ტელეკომპანია - „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ (PIK-ის) გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე მისი მოადგილე, 27 წლის ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე დაინიშნა. რობერტ პარსონსი თავის ძველ სამსახურში, საფრანგეთის ტვ-24-ში სამუშაოდ ბრუნდება და მისი წასვლის მიზეზი, როგორ პასრონსმა ჟურნალ „ლიბერალთან“ ინტერვიუში განმარტა, არ უკავშირდება საქართველოს მთავრობის უკმაყოფილებას ტელეკომპანიის შენახვაზე გაღებული დიდი ხარჯების გამო. PIK-ი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე სატელევიზიო არხია და მას მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც პარსონსი ამტკიცებს, არხს აბსოლუტური სარედაქციო თავისუფლება აქვს. „ყოფილა შემთხვევები, როცა მთავრობის წარმომადგენლები გაბრაზებულან, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა, არ დაურეკავს, არ მოუციათ მითითებები, რომ რაღაც ასე უნდა გააკეთო,“- აცხადებს პარსონსი. თუმცა, იქვე არ გამორიცხავს იმის საშიშროებას, რომ თუკი შემდგომში პიკს არ ეყოლება საერთაშორისო საბჭო, „არხის სანდოობა შემცირდება.“
XS
SM
MD
LG