Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7-8 ოქტომბერს განახლდება ვმო-ს შესახებ მოლაპარაკებები ჟენევაში


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებას თბილისის და მოსკოვის დელეგაციები ჟენევაში 7-8 ოქტომბერს განაახლებენ - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისივე თქმით, თბილისის სამთავრობო დელეგაციას კვლავ მკაფიო და პრინციპული პოზიცია აქვს და არ ელის რუსეთის ხისტი პოზიციის რადიკალურად შეცვლას. ჯალაღანიას განცხადებით, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ რაუნდზეც ვერ იქნება მიღებული, მოლაპარაკების გაგრძელება მომავალ წელსაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG