Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შსს: რაშიდ ნურგალიევი ცხინვალში არ იმყოფებოდა


რუსეთის შს-თა სამინისტრომ დღეს უარყო ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ მინისტრი რაშიდ ნურგალივი ცხინვალში იმყოფებოდა გასულ პარასკევს მომხდარი ინციდენტის გამო. რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვალერი გრიბაკინმა სააგენტო ”რია-ნოვოსტის” განუცხადა, რომ რაშიდ ნურგალიევი არა ცხინვალს, არამედ ყაზანსა და ვლადიკავკაზს სტუმრობდა. 30 ოქტომბერს, ცხინვალის სამთავრობო შენობაში განთავსებულ ცსკ-ში შეჭრა სცადეს რუსეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლათ თედეევის მხარდამჭერებმა, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატად თედეევის რეგისტრაციას მოითხოვდნენ. ვითარების დაძაბვის გამო, ცხინვალის მთავრობის სახლთან გამოიძახეს სპეცრაზმელები, რომლებმაც ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, 14 პირი დააკავეს. დღეს რუსული პრესით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედუარდ კოკოითისა და ჯამბოლათ თედეევის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოსკოვმა ცხინვალში მიავლინა რუსეთის დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი. თავად კოკოითიმ ადგილობრივი ცსკ-ის წევრებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომ ოპერაცია ”სპორტსმენი” და ფერადი რევოლუციის ორგანიზების მცდელობა ჩაიშალა.
XS
SM
MD
LG