Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწყერში ნაპოვნი ორი ქართველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება


სომხეთში, საქართველოსთან საზღვარზე ჩამოწოლილ მეწყერში მაშველების მიერ ნაპოვნი გენა და ნუკრი სურმანიძეები სამშობლოში დაბრუნდნენ.მამა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ვანაძორი-ბაგრატაშენის ტერიტორიის 300-მეტრიან მონაკვეთზე სამძებრო სამუშაოები, ძნელი ხილვადობის გამო, შეჩერებულია და გათენებისთანავე განახლდება. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ხუთი ადამიანი, რომელთა შორისაც საქართველოს ორი მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG