Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი: ინდოეთთან ავღანეთის პარტნიორობა არ უქმნის საფრთხეს პაკისტანს


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, დღეს დელიში განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ინდოეთთან შეთანხმება არ უქმნის საფრთხეს მეზობელ პაკისტანს. კარზაიმ და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა სამშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარნტიორობის შესახებ, რის ფონსაც ქმნის დაძაბულობა ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობაში. ამასთან, პაკისტანი არის ინდოეთის მთავარი მეტოქე სამხრეთ აზიაში. როგორც კარზაიმ დღეს განახადა დელიში სიტყვით გამოსვლისას,ინდოეთთან შეთანხმების მიზანია ავღანეთის გაძლიერება - პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნა, ახალგაზრდა ავღანელებისათვის განათლების მიცემა და ავღანელთა ჯანდაცვის გაუმჯობესება. ქაბულსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ავღანელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა პაკისტანის დაზვერვის სამსახური დაადანაშაულეს ექსტრემისტებთან კავშირში.
XS
SM
MD
LG