Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა გააუქმა რეგიონში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შესვლაზე შეზღუდვა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ დღეიდან გააუქმა 3 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ოკუპირებულ რეგიონში შესვლა შეუზღუდა რუსეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა დღეს ცხინვალში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეზღუდვა განაპირობა პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატის რეგისტრაციის გამო შექმნილმა დაძაბულმა სიტუაციამ, რომელიც უკვე მოგვარებულია. სექტემბრის ბოლოს რუსეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლათ თედეევის მომხრეებმა ადგილობრივ ცსკ-ში შეჭრა სცადეს პრეზიდენტობის კანდიდატად თედეევის რეგისტრაციის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG