Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი აპირებს, მკვეთრად შეამციროს თავდაცვის ბიუჯეტი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლეონ პანეტას განცხადებით, თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება და ვაშინგტონი ვერ შეძლებს ნატოს სამხედრო პროგრამებში წარმოქმნილი დეფიციტის დაფინანსებას. ეს განცხადება პანეტამ გააკეთა ბრიუსელში, სადაც დღეს იწყება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. ამერიკელმა მინისტრმა მოკავშირეებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნატოს წევრებმა უფრო ეფექტიანად უნდა იზრუნონ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საფინანსო პრობლემების გამწვავების პერიოდში - ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ბრიუსელის შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ ლიბიასა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე, აანალიზებენ ამ ოპერაციების მსვლელობაში წარმოშობილ პრობლემებს.
XS
SM
MD
LG