Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაწუნებული კოდექსი, საარჩევნო გარემო და ეჭვები, რომელთაც ეს ყველაფერი აღძრავს


თამარ ჩუგოშვილი და ნინო ლომჯარია
თამარ ჩუგოშვილი და ნინო ლომჯარია
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (“სამართლიანი არჩევნები“, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო") განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი „არ შეიცავს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით“ და მეტიც - ზოგ შემთხვევაში პროექტი „კიდევ უფრო აუარესებს“ არსებულ მდგომარეობას. ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც 2011 წელს მიღებულ კოდექსს ჩაანაცვლებს, პარლამენტში 19 სექტემბერს იყო ინიციირებული. კონკრეტულად რას უწუნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტს, ზოგადად, როგორ მიმდინარეობს კოდექსზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა და რა ფიქრებსა და ეჭვებს აღძრავს ეს პროცესი - ამ პრობლემებზე საუბრობენ დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე ნინო ლომჯარია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.


საუბარი თამარ ჩუგოშვილთან და ნინო ლომჯარიასთან
გადმოწერა
XS
SM
MD
LG