Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში აღნიშნეს კადიროვის დაბადების დღე

გროზნოს ეწვია ჰოლივუდის რამდენიმე ვარსკვლავი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაბადების დღესთან დაკავშირებით. კადიროვს გუშინ შეუსრულდა 35 წელი და გადაიხადა გრანდიოზული წვეულება, რომელსაც, რუს მსახიობებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, დაესწრნენ უცხოელებიც, მათ შორის ჟან-კლოდ ვან დამი და ჰილარი სვონკი. წვეულება დასრულდა გროზნოს ცენტრში ფოიერვერკით. ცნობილი არ არის, რამდენი დაჯდა ჰოლივუდის ვარსკვლავების მიწვევა ჩეჩნეთის დედაქალაქში. კადიროვს, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს, მწვავედ აკრიტიკებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.
XS
SM
MD
LG