Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: ”ოპოზიციური ექვსიანი" აღარ არსებობს


ეროვნული ფორუმი ”ოპოზიციური ექვსიანის” წევრთა უთანხმოების მიზეზად ასახელებს საარჩევნო ბლოკის შექმნისადმი აზრთა სხვადასხვაობას. სააგენტო პირველს ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ანი მოროტაძემ განუცხადა, რომ კოალიცია "თავისუფალი არჩევანის" გააქტიურებას ფორუმი ყოველთვის ემხრობოდა, თუმცა საარჩევნო ბლოკის შექმნას ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს. საარჩევნო ბლოკის შექმნას მოგვიანებით გადასაწყვეტი საკითხი უწოდა ტელეკომპანია ”მაესტროსთან” გუშინდელ ინტერვიუში ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც, რომელმაც განაცხადა, რომ ”ოპოზიციური ექვსიანი" აღარ არსებობს. მისი დაშლის მიზეზზე ირაკლი ალასანიამ დღეს კვლავ ისაუბრა სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. "პოლიტიკა უნდა გაკეთდეს არა თბილისის ოფისებიდან, არამედ ხალხთან ერთად, მისი სატკივარის გაზიარებით და პროცესებში ჩართვით და სწორედ ეს გახდა ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი”, - განუცხადა ჟურნალისტებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა. ალასანიას თქმით, პირადად მან მოქმედება ივლისიდან დაიწყო და დღესაც განაგრძობს.
XS
SM
MD
LG