Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლისში შექმნილი კოალიცია - "თავისუფალი არჩევანი" - აღარ ფუნქციონირებს


”ოპოზიციური ექვსიანის” დაშლის პასუხისმგებლად "თავისუფალ დემოკრატებს" და ეროვნულ ფორუმს მიიჩნევენ კონსერვატიული, ხალხის და რესპუბლიკური პარტიები და "საქართველოს გზა.” მათ დღეს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ წელს ივლისში შექმნა კოალიცია "თავისუფალი არჩევანი" და პასუხისმგებლობა აიღო საარჩევნო გარემოსთან ერთად საარსებო გარემოს შეცვლასა და ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაზე. ოთხი პარტია აღნიშნავს, რომ ”ექვსიანის” განაცხადი ეფუძნებოდა ყველა პარტნიორის მზადყოფნას, რომ აგვისტოს ბოლომდე გაერთიანდებოდა პარტიული რესურსები, შემუშავდებოდა კოალიციური პოლიტიკური პლატფორმა და სტრატეგია, შეთანხმდებოდა საარჩევნო ბლოკის ძირითადი საკითხები და სექტემბრიდან დაიწყებოდა ინტენსიური და მრავალმხრივი პოლიტიკური კამპანია. ”ბოლო ხანებში გაირკვა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და ეროვნული ფორუმი სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ შეთანხმების შესრულებაზე და გვთავაზობენ კოალიციური ინტეგრაციის გადადებას გაურკვეველი მიზეზებითა და ვადით, და გაურკვეველი მოვლენების მოლოდინში”, - ნათქვამია ოთხი პარტიის ერთობლივ განცხადებაში. ისინი გაუგებარს უწოდებენ პარტნიორების უარს და აღნიშნავენ, რომ ივლისში შექმნილი კოალიცია "თავისუფალი არჩევანი" აღარ ფუნქციონირებს, თუმცა, თავად მისი კონცეფციის ერთგულნი რჩებიან და პოლიტიკურ გეგმებს საზოგადოებას ინდივიდუალურად გააცნობენ.
XS
SM
MD
LG