Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზიმ სომხეთში ვიზიტით დაიწყო სამხრეთ კავკასიის ტურნე


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს, სომხეთში ვიზიტით დაიწყო სამხრეთ კავკასიის ტურნე. წინასწარი ინფორმაციით, ის გამოვა მოწოდებით, გააქტიურდეს ძალისხმევა რეგიონში კონფლიქტების მოსაგვარებლად. სომხეთის შემდეგ სარკოზი აზერბაიჯანს, ბოლოს კი საქართველოს ეწვევა. დღის წესრიგი ითვალისწინებს მის გამოსვლას თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილების წინაშე.
XS
SM
MD
LG