Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შეხვედრა დასრულდა


ბრუსელში დღეს დასრულდა, ნატროს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა. დღეს, პრესკონფრენეციაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის შეკითხვას, რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ნატოს შემდგომ, ჩიკაგოს სამიტზე, ასე უპასუხა: „ცხადია ეს გადაწყვეტილება ნატოს წევრების მისაღებია. ცხადია ისიც, რომ ჩიკაგოს სამიტზე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა მოგვიწევს. ეს არის ვითარება ავღანეთში, განსაზღვრა იმისა, თუ რა სახით ვიქნებით იქ წარმოდგენილი 2014 წლის შემდეგ. ეს არის ლიბიასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო განაცხადს შეიტანს, ნატო მას სამართლიანად მოეკიდება“, თქვა პანეტამ ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG