Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს განცხადებას ავრცელებს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე


შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების მოედანზე საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი სქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე 17:30 საათზე. მოქალაქეებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა და დასწრება შეეძლებათ ორი საათით ადრე. ისინი მოედანზე დაიშვებიან სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ. მოედანზე მისულ პირებს ეკრძალებათ თან იქონიონ ფოტო- და ვიდეოკამერები, ადვილად აალებადი ნივთები, ბოთლები, ბასრი და მსხვრევადი საგნები. აღნიშნული ღონისძიების მსვლელობისას აიკრძალება ავტომანქანებით მოძრაობა თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, აიკრძალება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე და მასთან დამაკავშირებელ გზებზე. ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით პუშკინის ქუჩაზე, ლესელიძის, დადიანის, ტაბიძის, ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე", - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG