ლიბიის ყოფილმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ, დღეს ლიბიელებს მოუწოდა, გამართონ დემონსტრაციები ქვეყნის ახალი მმართველების წინააღმდეგ. სირიაში დაფუძნებული ტელეარხით გავრცელებულ აუდიო-მიმართვაში კადაფი აცხადებს, რომ მილიონობით ლიბიელი უნდა გავიდეს მოედნებზე და ქუჩებში, ეროვნული გარდამავალი საბჭოსადმი პროტესტის ნიშნად. კადაფის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის კვლავაც ლიბიაშია.