Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ღლონტი: ”მაესტროს” საკონტროლო პაკეტი არ იყიდება


”მაესტროს” საკონტროლო პაკეტი არ იყიდება - ამის შესახებ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა. მისი თქმით, სანამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, არ არსებობს ფასი, რომლის სანაცვლოდაც მაესტრო გაიყიდება. მამუკა ღლონტმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინადადება არ განიხილება. რაც შეეხება ტელეკომპანია ”კავკასიას,” მისმა დამფუძნებელმა დავით აქუბარდიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე დღეს საღამოს პროგრამა "სპექტრში" ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG