იემენის ოპოზიციას სკეპტიკური რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის უკანასკნელ განცხადებაზე, რომ მას გადადგომა აქვს გადაწყვეტილი. შაბათს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას სალეჰმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გადადგება. გამოსვლაში მან ოპოზიცია დაადანაშაულა ქვეყანაში შექმნილი ქაოსისთვის. სალეჰს ადრეც აქვს ნათქვამი გადადგომის სურვილის შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1