Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში სულ ცოტა 2 ადამიანი დაიღუპა ყოფილ ყაზარმაში აფეთქების შედეგად


დანიის სამხრეთში სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა ყოფილ სამხედრო ყაზარმაში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაზიანებულია ახლომდებარე რამდენიმე სახლი. პოლიციის ცნობით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ყაზარმაში საბრძოლო მასალა შეიძლებოდა ყოფილიყო დარჩენილი. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ მეზობელ ქალაქ ანდსტიდან ევაკუირებულ იქნა 173 ოჯახი, ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა, პიროტექნიკის საცავი შეიძლება ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG