Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი უცხოელი სამხედრო მოკლეს


ნატოს მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ჯარის ორი სამხედრო იქნა მოკლული ავღანეთში, შაბათს, მეამბოხეთა თავდასხმის დროს. ნატო განცხადებაში დეტალებს არ ამხელს. ამ ინციდენტის შემდეგ ოქტომბერში დახოცილ ნატოელ სამხედროთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. 2011 წელს საერთაშორისო კოალიციის 460 სამხედრო დაიღუპა ავღანეთში. სხვა შეტაკების დროს, სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ნიმროზში, ექვსი მეამბოხე და ერთი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა ხუთსაათიანი ბრძოლის დროს.
XS
SM
MD
LG