Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი და სარკოზი ევროს კრიზისის თაობაზე მოილაპარაკებენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბერლინში მართავს დღეს მოლაპარაკებას გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. მათი თემა ევროპის ვალუტის, ევროს კრიზისია. მერკელმა და სარკოზიმ უნდა განიხილონ საკითხი, თუ როგორ მიიზიდონ მეტი თანხები ევროპის ბანკებში. პარიზს სურს, რომ ევროპის საფინანსო სტაბილიზების ფონდის თანხა, 440 მილიარდი ევრო, ბანკებსაც მოხმარდეს, ბერლინი თვლის, რომ ფონდი უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული.
XS
SM
MD
LG