Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაიროში კოპტების საპროტესტო აქციის დროს მოკლეს ერთი ჯარისკაცი


ეგვიპტის ქრისტანული თემის, კოპტების მიერ გამართულ საპროტესტო გამოსვლას, დღეს, ქაიროს ცენტრში არეულობა მოჰყვა. პროტესტის მიზეზი ეგვიპტის სამხრეთში, ასუანის პროვინციაში ეკლესიის დანგრევა იყო. მოხდა სამხედრო პოლიციასთან შეტაკება, რომლის დროსაც სულ მცირე, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ცეცხლი წაუკიდეს არმიის ავტომანქანას. დემონსტრაცია ტელევიზიის შენობასთან გაიმართა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ასუანის პროვინციის გუბერნტორის დასჯას და ეკლესიის აღდგენას. გუბერნატორის თანახმად, ეკლესია უკანონოდ იყო აშენებული. ქრისტიანები ეგვიპტის მოსახლეობის ათ პროცენტს შეადგენენ. დაპირისპირება მაჰმადიანებსა და ქრისტანებს შორის ხშირია ამ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG