Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრემიერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს


ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ესამ შარაფი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს იმ ფონზე, როცა ბოლო დღეების ძალადობას სულ მცირე 24 ადამიანის დაიღუპვა და 200-ზე მეტის დაშავება მოჰყვა. თებერვალში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ ეს ქვეყანაში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტალღაა. წუხელ კაიროში კომენდანტის საათი გამოცხადდა, მთავრობა კი დღეს არეულობის შესახებ საგანგებო შეხვედრას მართავს. კვირას კოპტ ქრისტიანებს - რომლებიც ეკლესიაზე თავდასხმას აპროტესტებდნენ - შეტაკება მოუვიდათ მუსულმან რადიკალებთან და ეგვიპტის უშიშროების ძალებთან. გამოყენებული იყო ქვები და აალებადი ბომბები, რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ძალადობა ქალაქის ცენტრიდან თაჰრირის მოედნამდე გავრცელდა. ქრისტიანებს - რომლებიც ეგვიპტის 80 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ - და მუსულმანებს შორის დაძაბულობა გამწვავდა თებერვლის ამბოხების შემდეგ.
XS
SM
MD
LG