Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ჩავიდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. ორდღიანი ვიზიტის დროს შეხვედრების მთავარი თემები - ენერგეტიკა და ვაჭრობა იქნება. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ორი მხარე აპირებს ხელი მოაწეროს რამდენიმე შეთანხმებას, რომელთა საერთო ღირებულება 7 მილიარდი დოლარია. პუტინს თან ახლავს 160 კაციანი დელეგაცია. დღეს დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ხვალ კი პრეზიდენტთან. მხარეები განიხილავენ შეთანხმების დეტალებს, რაც 30 წლის განმავლობაში რუსეთის გაზის ჩინეთისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. თუმცა, არ მოელიან, რომ ამ საკითხზე შეთანხმებას მიმდინარე ვიზიტისას მოეწერება ხელი, რადგან მხარეებს გაზის ფასზე მოლაპარაკება ჯერ არ დაუსრულებიათ. რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები პოლიტიკურ საკითხებზეც იმსჯელებენ. მთავარი თემა სირია იქნება. გასულ კვირაში რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს სირიის შესახებ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციის პროექტს.
XS
SM
MD
LG