Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი აქვს


ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი აქვს - ამის შესახებ დღეს განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიენიჭა, რის შემდეგაც მან საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს და ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. საქართველოს კანონმდებლობით, პირს, რომელსაც ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, არც პარტიის შექმნა შეუძლია და არც პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსება.
XS
SM
MD
LG