Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სერბიას და ჩერნოგორიას გაწევრიანების გზაზე სტატუსს უზრდის


ევროპის კომისია გამოვიდა რეკომენდაციით, სერბიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს - ოღონდ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირობა ბელგრადის მხრიდან კოსოვოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება იქნება. ეს რეკომენდაცია კომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია გამოთქმული, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე 9 ქვეყნის მიერ განცდილ პროგრესს აანალიზებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება უნდა დაიწყოს ჩერნოგორიასთან. რაც შეეხება თურქეთს - კომისია ევროკავშირს მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ შარშან პროგრესი არ აღინიშნა.
XS
SM
MD
LG