Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკოს მორიგი ბრალდება წაუყენეს


უკრაინაში აღიძრა სისხლის სამართლის ახალი საქმე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მას შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ეს ბრალდება უკავშირდება 2009 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტზე გაფორმებულ კონტრაქტს. რაც შეეხება ახალ ბრალდებას, უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა, ივან დერევიანკომ განაცხადა, რომ ტიმოშენკო ეჭვმიტანილი 405 მილიონი დოლარის გაფლანგვაში, უკრაინის გაერთიანებული ენერგოსისტემების პრეზიდენტობის დროს. დერეივანკომ უარი თქვა სხვა დეტალების მოყვანაზე. „მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ ვერ გავამხელ ინფორმაციას, კერძოდ იმ გარემოებებს, რომლებიც ამ საქმეში მტკიცებულებებს ეხება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულება აქვს მოგროვილი ტიმოშენკოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა, ივან დერევიანკომ. ტიმოშენკოს სამშაბათს მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა.
XS
SM
MD
LG