Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ბერლუსკონის


იტალიის პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის. მისდამი უნდობლობის საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგებით, ბერლუსკონის მხარი დაუჭირა 316-მა პარლამენტარმა 301-ის წინააღმდეგ. უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის მიზეზი იყო იტალიის ვალებით გამოწვეული კრიზისი და ბერლუსკონის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სკანდალები. 75 წლის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება არის ერთადერთი გზა იტალიისთვის, ფინანსური კრიზისის დასაძლევად.
XS
SM
MD
LG