Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის დედაქალაქში ბრძოლა მიმდინარეობს


ლიბიის დედაქალაქში ბრძოლამ იფეთქა ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრე მებრძოლებსა და ახალი მთავრობის ჯარებს შორის. ცნობების თანახმად, მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს ტრიპოლის ერთ-ერთ რაიონში. მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. კადაფის მმართველობა აგვისტოში დაემხო მას შემდეგ, რაც ეროვნული გარდამავალი საბჭოს მებრძოლებმა შეძლეს ტრიპოლიზე კონტროლის დამყარება. ლიბიის ყოფილი ლიდერის მომხრეები პოზიციებს ინარჩუნებენ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტში და ქალაქ ბანი ვალიდში.
XS
SM
MD
LG