Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი სუონკი ჩეჩნეთში მიღებულ გასამრჯელოს ქველმოქმედებას მოახმარს


ჰოლივუდის მსახიობმა, ჰილარი სუონკმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში, სადავო ღონისძიებაზე, პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დაბადების დღეზე დასწრებისთვის მიღებულ გასამრჯელოს ქველმოქმედებას მოახმარს. სუონკმა, რომელიც ოსკარის ორგზის მფლობელია, განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის. ის უფლებადამცავებმა გააკრმიტიკეს გროზნოში ჩასვლის გამო. მან ღრმა სინანული გამოხატა გროზნოში ჩასვლის გამო და თქვა, რომ მან არ იცოდა კადიროვის კავშირების შესახებ გატაცებებსა და მკვლელობეთან. სუონკის წარმომადგენელმა თქვა, რომ მსახიობმა ქალმა იქ ჩასვლა გადაწყვიტა, რადგან სამშენებლო პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, როგორც "ჩეჩენი ხალხის იმედის სიმბოლო". ამავე განცხადებით, სუონკს არ სურდა არათავაზიანი ყოფილიყო, როცა ღონისძიების ორგანიზატორებმა შესთავაზეს დაბადების დღე მიელოცა პრეზიდენტისთვის. გროზნოში იმავე დღეს იყვნენ მსახიობი კლოდ ვან დამე და მევიოლინე ვანესა მაე.
XS
SM
MD
LG