Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგოვოი თანახმაა, ვიდეოკავშირით მისცეს ჩვენება ლიტვინენკოს საქმის გამოძიებას


რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, ხუთი წლის წინ ლონდონში მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლემ დაიწყო მისი საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარი თანხის შეგროვება. ხუთშაბათს ლონდონში გაიმართა 2006 წელს ლიტვინენკოს სიკვდილის მიზეზების დადგენასთან დაკავშირებული პირველი მოსმენა. გამომძიებელმა ენდრიუ რიდმა განაცხადა, რომ აუცილებელია დამატებითი მოკვლევის ჩატარება. მისი მასშტაბების შესახებ გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ. კვირას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, განაცხადა, რომ თანახმაა ვიდეოკავშირის მეშვეობით მისცეს ჩვენება. ლუგოვოი, რომლის ბრიტანეთისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა რუსეთმა, უარყოფს ლიტვინენკოს საქმესთან კავშირს.
XS
SM
MD
LG