Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”როიტერსთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა


Reuters-თან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გაუგონარ აგრესიაში დაადანაშაულა და ამასთან, მოსკოვთან დაპირისპირების სისხლისღვრით დასრულების პასუხისმგებლობა თბილისის გაუაზრებელ და არადიპლომატიურ პოლიტიკას დააკისრა. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება რუსეთთან საერთო ინტერესების გამონახვა და საქართველოსთვის გამოძებნა ისეთი როლისა, რომელიც მოსახერხებელი იქნება აშშ-ისა და ევროპისთვის და მისაღები რუსეთისთვის. უშუალოდ რუსეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოს საქმე კვლავ ექნება პუტინთან, რომელიც რუსულ საზოგადოებას მოსწონს და ეს მისი არჩევანია. ”თუმცა, უფრო დემოკრატიული რუსეთი ევროპისა და აშშ-ისთვის მეტად საინტერესო იქნებოდა”, - განაცხადა ივანიშვილმა. ამავე ინტერვიუში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია რუსეთში მისი ქონების შეფასების პროცესი. ივანიშვილის თქმით, კარგად ესმის, რომ რუსეთში არსებულ აქტივებს მაქსიმალურ ფასად ვერ გაყიდის, თუმცა მზად არის ყველაფრის რეალიზაციისა და თანხის ქართულ ეკონომიკაში დასაბანდებლად.
XS
SM
MD
LG