Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ორ-სამ არასწორ ნაბიჯს შესაძლოა რუსეთის კოლაფსი მოჰყვეს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, რუსეთის სტაბილურობა კვლავ მყიფეაო - და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რამდენიმე არასწორ ნაბიჯს შეიძლება 1990-იანი წლების ქაოსი მოჰყვეს. პუტინი ამ განცხადებებით გამოვიდა პირველ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან მედიას პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შესახებ თავისი გეგმების გამოცხადების შემდეგ მისცა. ამასთან, პუტინის თქმით, მისი ოპონენტები ცდებიან, როცა აცხადებენ, თითქოს რუსეთში სიტუაცია ისეთი ცუდია, რომ გაუარესება ძნელი წარმოსადგენია. პუტინის თქმით, სულ ორი-სამი არასწორი ნაბიჯი იქნება საკმარისი საიმისოდ, რომ ძველი დროის პრობლებემი სწრაფად დაბრუნდეს. პუტინმა აღიარა, რომ რუსეთს ჩრდილოკავკასიაში აქვს პრობლემები - განაცხადა, რეგიონში „დანაშაული და ტერორიზმია“ გავრცელებულიო. პუტინის თქმით, მისი გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, რიგით მოქალაქეებს მაინც უტოვებს არჩევანის გაკეთების საშუალებას 2012 წლის მარტის არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG