Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოელი სერბები არ აპირებენ გზებზე ბლოკადის მოხსნას


კოსოვოს მკვიდრი ეთნიკური სერბები უარს ამბობენ ნატოს სამშვიდობო ჯარების მოთხოვნაზე, მოხსნან ბლოკადა გზებს, რომლებიც ჩაკეტეს სერბიასთან კოსოვოს ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გარშემო უთანხმოების გამო. ნატოს სარდლობით მოქმედმა მრავალეროვანმა სამშვიდობო ძალებმა სერბებს დღემდე მისცეს ვადა გზების გასახსნელად. გზები 16 ადგილას არის გადაკეტილი ქვებით და მორებით. დღეს იქ მრავალი სერბი მივიდა ბლოკადის ცოცხალი ძალით გასაძლიერებლად. ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრ ეთნიკურ სერბებს ივლისიდან აქვთ ჩაკეტილი ორი სასაზღვრო პუნქტისაკენ მიმავალი გზები, რათა არ დაუშვან მათზე კონტროლის დამყარება კოსოვოს ხელისუფლების მიერ. სერბები არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG