ისრაელში დაბრუნდა ჯარისკაცი გილად შალიტი, რომელიც დღეს გაათავისუფლა მოძრაობა ჰამასმა, ღაზის სექტორში ხუთ წელიწადზე ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ. ჰამასმა შალიტი ეგვიპტეში გადასცა ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს, რასაც ითვალისწინებდა ისრაელისა და პალესტინელების შეთანხმება, მიღწეული ეგვიპტის შუამავლობით. ამავე დროს, ისრაელმა დაიწყო ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების პროცესი. შალიტი ღაზაში ჰყავდათ დატყვევებული მას შემდეგ, რაც ის 2006 წელს შეიპყრეს პალესტინელმა ექსტრემისტებმა. ისრაელმა ივალდებულა მასში 1000-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გაცვლა.
ყველაზე პოპულარული
1