Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირები მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვენ "ჰერკულესის" ადმინისტრაციისგან


პროფკავშირები ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის "ჰერკულესის" ადმინისტრაციისგან კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვენ. პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართა საწარმოს პროფკავშირების სამ წევრთან ერთად, რომლებიც სექტემბერში დააკავეს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ქარხნის ადმინისტრაციამ მოლაპარაკება უნდა დაიწყოს და საწარმოში არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული ვადა დაასახელოს. გაერთიანებული პროფკავშირები ქუთაისში აპირებენ იმერეთის ოფისის გახსნასაც. მეტალურგიული ქარხნის ”ჰერკულესის” მუშები სამსახურიდან პროფკავშირული საქმიანობისთვის დათხოვნილთა დაბრუნების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით სექტემბერში გაიფიცნენ. მათი აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.
XS
SM
MD
LG