Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში აფეთქებამ შვიდი ადამიანი შეიწირა


სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში შვიდი ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულებს შორის არის ხუთი პოლიციელი. აფეთქება მოეწყო ბიტლისის პროვინციის ქალაქ გუროიმაკში და, როგორც ჩანს, მიმართული იყო პოლიციის ავტომაქანის წინააღმდეგ. მას მიჰყვებოდა სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ. ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე მარდინის პროვინციაში მოწყობილი კიდევ ერთი აფეთქების შედეგად დაჭრილია თურქი ჯარისკაცი. უშიშროების ძალებს დაწყებული აქვთ თავდამსხმელების ძებნა - ეჭვი აქვთ, რომ საქმე ეხება აკრძალულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი და ბევრი სხვა ქვეყანა მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად.
XS
SM
MD
LG