Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს სთავაზობს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შემოწმებას


ვაშინგტონი მოსკოვს სთავაზობს რუსეთისავე რადარების გამოყენებით შეამოწმოს ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოცდის შედეგები. პენტაგონის ანტისარაკეტო თავდაცვის უწყების დირექტორმა პატრიკ ო’რილიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის შეთავაზებამ რუსეთი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ევროპაში განსალაგებელი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა არ არის იმდენად მძლავრი, რომ საფრთხე შეუქმნას რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, რომელიც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშია განთავსებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ელენ ტოშერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის მოსკოვს წერილობითი გარანტია წარუდგინოს, რომ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსება არ არის მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ. ტოშერმა გაიმეორა, რომ ანტისარაკეტო სისტემის ევროპაში განთავსების პროექტში ვაშინგტონი მოსკოვს თანამშრომლობას სთავაზობს და დააზუსტა, რომ ეს ”უსასრულო შეთავაზება” არ იქნება.
XS
SM
MD
LG