დღეს ხუთი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა დასავლეთ ავღანეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში ბომბის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, არმიის სატვირთო მანქანა აფეთქდა გზის პირას ჩადებულ ბომბზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.