Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია 17 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ერთი მონაწილე


საქართველოს შსს-მ დღეს განაცხადა, რომ დაკავებულია რუსთაველის გამზირზე 17 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ერთი მონაწილე. სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულმა დავით რუსიშვილმა ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აღიარა. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ დადგენილია დანაშაულის მონაწილე კიდევ ორი პირი, რომელთა დასაკავებლად სამართალდამცავები ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო ზომებს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG