Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დაიწყო საპასუხო ოპერაცია ქურთი მეამბოხეების თავდასხმის შემდეგ


თურქეთის არმიამ დაიწყო საპასუხო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში სამხედრო თვითმფრინავების, შვეულმფრენების მხარდაჭერით ოპერაცია, მას შემდეგ, რაც 20-ზე მეტი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა ქურთი ექსტრემისტების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ერაყის საზღვართან მდებარე რეგიონში მოწყობილი თავდასხმების შედეგად. პრემიერ-მინისტრ, რეჯეფ თაიფ ერდოანის თქმით, დაღუპულია 24 და დაჭრილია 18 ჯარისკაცი. მომხდარის გამო ერდოანმა გააუქმა ყაზახეთში ვიზიტი. თურქეთის მედიის ცნობით, თურქი ჯარისკაცები შეიჭრნენ ჩრდილოეთ ერაყში, სადაც მეამბოხეების კვალს გაჰყვნენ, არმიისა და პოლიციის რამდენიმე ობიექტზე ქურთისტანის მუშათა პარტიის ექსტრემისტების იერიშების შემდეგ. ქურთისტანის მუშათა პარტია კი აცხადებს, რომ შეტაკებები მიმდინარეობს ორ ადგილას, თურქეთ-ერაყის საზღვრის მახლობლად. თურქეთს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაგმო თურქი სამხედროების დახოცვა და მას აღმაშფოთებელი ტერაქტები უწოდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ქურთი მეამბოხეების ძალადობა ასევე დაგმო.
XS
SM
MD
LG