Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლა სარკოზის მეუღლემ იმშობიარა


კარლა ბრუნის, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს გოგო შეეძინა. საფრანგეთის პირველმა ლედიმ, 43 წლის ყოფილმა სუპერმოდელმა ოთხშაბათს პარიზის კერძო კლინიკაში იმშობიარა. გოგონას სახელი ჯერჯერობით უცნობია. პრეზიდენტი სარკოზი, რომელიც გერმანიაში ევროზონის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებებს მართავდა, ბავშვის დაბადებას არ დასწრებია, იგი მოგვიანებით გამოჩნდა სამშობიაროში. 56 წლის ნიკოლა სარკოზი და იტალიაში დაბადებული ბრუნი 2008 წელს დაქორწინდნენ. ახალშობილი გოგო მათი პირველი საერთო შვილია. კარლა ბრუნს პირველი ქორწინებიდან ერთი, ხოლო სარკოზის სამი შვილი ჰყავთ.
XS
SM
MD
LG