Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი გლოვობს დაღუპულ სამხედროებს


თურქეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები მეზობელი ერაყის ტერიტორიაზე აგრძელებენ იმ ქურთი მეამბოხეების დევნას, რომლებმაც 24 თურქი ჯარისკაცი დახოცეს. დაღუპული ჯარისკაცების სამგლოვიარო ცერემონია დღეს ქალაქ ვანში გაიმართება. ჰაკანის პროვინციაში მოწყობილი სისხლიანი ჩასაფრების შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა არმიას უბრძანა ავიაციისა და შვეულმფრენების გამოყენებით გაანადგუროს ქურთ მეამბოხეთა ბაზები ჩრდილოეთ ერაყში. შექმნილი კრიზისის გამო ერდოანმა ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტი შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG